ბათუ ქუთელია - ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია

“დროას“ წევრის, ბათუ ქუთელიას განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები, სადაც ის ირწმუნება, რომ ბათუმში იმყოფება, ადასტურებს, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ცდილობს არალეგიტიმურად შეინარჩუნოს.

„საქმე გვაქვს იმასთან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში ჩამოშლილია, „ქართული ოცნება“ ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას და ცდილობს არალეგიტიმურად ეს შეინარჩუნოს. ყველა კვლევით, მათ ეს არჩევნები აქვთ წაგებული და ამიტომაც ცდილობენ, რომ ყურადღება გადაიტანონ ძალადობასა და შანტაჟზე. ჩვენი შეხვედრაც ევროპარლამენტარებთან ამის დასტური იყო - ყველას აქვს მოლოდინი, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, რეალურად მშვიდობიანად მივა იქამდე, რომ მივიღებთ კოალიციურ მმართველობას და „ქართული ოცნება“ გავა პოლიტიკური სცენიდან. ევროპარლამენტარების ამოცანაც და მათი განცდაც არის ის, რომ საქართველო არის ძალიან სახიფათო ზღვარზე, დაემსგავსოს რუსულ ავტორიტარიზმს. ყველას ამოცანა, მათ შორის ოპოზიციის და ვისაც პასუხისმგებლობა გრძნობა აქვს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არის ის, რომ ეს პროცესი მიიყვანოს ნორმალურ ლოგიკურ დასასრულამდე და ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მივიღოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ასახავს მოსახლეობის იმ განწყობას, რომელიც არის რეალურად. გაიგეს თუ ვერ გაიგეს ან რა ფორმით ხდება ამის განხორციელება, ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის ინსტიტუცია კიდევ უფრო მოიშლება. ისინი მარტო ძალადობის მეთოდით აკონტროლებენ თავის ძალაუფლებას და აქედან გამომდინარე არის არალეგიტიმური ხელისუფლება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს