ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მას სააკაშვილთან ჰქონდა ვიდეოზარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა იმავე ლოკაციიდან განახორციელა, რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა ვიდეოზარი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა იმავე ლოკაციიდან განახორციელა, რაც მის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა, თუმცა რა დროს შედგა აღნიშნული კომუნიკაცია, ხერხეულიძე არ აკონკრეტებს.

„დიახ, მქონდა კონტაქტი, გიდასტურებთ ამ ფაქტს, მქონდა ვიდეო ზარი, შევიკავებ თავს იმის თქმისგან, როდის იყო ეს. იქ სადაც ნახეთ ვიდეოში ლოკაცია, იგივე იყო ის ლოკაცია, საიდანაც მე დამიკავშირდა. დაადასტუროს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს არის ფეიკი, ველოდებით.

უმოკლეს ვადაში გავრცელდება ასევე, დამატებითი ვიდეოები, თავად მიხეილ სააკაშვილი გეტყვით დეტალებს მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ის გეგმა, რაც პარტიაში დაორგანიზებული იყო, უცვლელია. ჩვენი მზაობა არის ხვალინდელი დღე. მშვიდ გარემოში უნდა მოვახერხოთ საზოგადოების მობილიზება, თავისუფალი ნების დაფიქსირება, ხმის მიცემა და ხმების დაცვა, ძალიან მნიშვნელოვანია გავაფორმოთ გამარჯვება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროცესს ხელი არ უნდა შევუშალოთ.

ვერ გეტყვით, რატომ შეიცვალა სააკაშვილის გეგმა, ვიცი ის, რომ არჩევნების დღეს ხელი არ უნდა შეეშალოს, ეს, ალბათ, მან გაითვალისწინა, ვინაიდან იცით, რომ კომისიების მუშაობა გვიანობამდე მიმდინარეობს. რომ არ ყოფილიყო რაღაც გაურკვევლობა, თავისთავად ეს პრობლემა, ეს კითხვის ნიშნები მოხსნილია, მშვიდად უნდა იმუშაონ ჩვენმა და ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უბნებზე და აუცილებლად უნდა მოხდეს გამარჯვების გაფორმება,“- განაცხადა ხერხეულიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამოჩნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებასთან 3 ოქტომბრამდე, ხერხეულიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის პროგნოზირება ძალიან რთულია. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 3 ოქტომბრისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არა აქციისთვის, არამედ „გამარჯვების ზეიმისთვის“ ემზადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო