მამუკა მდინარაძე - საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია

საქართველოში არის კი არა, ეს კაცი დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილ პერზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მდინარაძე განმარტავს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის უკრაინაში იმყოფება.

„ამ „კლოუნადის“ შეფასება შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო, იქ გაიარაო, ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ, ზოგიერთ ჟურნალისტზე ვსაუბრობ, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. რა მჯერა კაცო? ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება ახლა, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია. შარშან ალბათ, გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ ამ ადგილიდან პრევენციული ბრიფინგი გააკეთა, მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამ პრევენციულმა ბრიფინგმა უზრუნველყო, რომ „დიფ ფეიკი“ არ გაავრცელეს, მაშინ მიშაზე არ იყო საუბარი მართლა ამ კლოუნზე, მაშინ საუბარი იყო სხვა ძალიან ბინძურ „დიფ ფეიკზე“. იცით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არანაირი პრობლემა არ არის, რამდენიმე საათში თუ წუთში ამის დამზადება მარტივად შეიძლება. შარშან არ გააკეთეს, ამის პრევენცია მოხდა და წელს გამოიყენეს როგორც ჩანს, ეს მეთოდი, ამას ტექნიკოსები დაადგენენ, მარტივი დასადგენია. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი არსად გასულა უკრაინიდან. ამ „დიფ ფეიკების“ გამოყენებით და თაღლითობით ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საქართველოშია და ნიკა მელიას დამსახურება კი არ არის ხმები, თავისი დამსახურებაა. შიდა ასეთი ბრძოლები თუ ჰქონდათ, დღემდე ვიცოდით, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ერთ ფლანგში „ნაცმოძრაობის“ ისეთი პანიკაა, ვერც წარმოიდგენთ. ჩეულებრივი „კლოუნადა“ შეიქმნა ამ ადამიანისგან და მისი თანამზრახველებისგან. სამწუხაროდ, ამაში მისი ტელევიზიებიც ჩაერთვნენ.

ვფიქრობ, ხვალ, ქართველი ხალხი არჩევნებზე პასუხს გასცემს ამ უპრეცედენტო თაღლითობას“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:ის არის ჩვეულებრივი მაიმუნი - მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა