თამარ კორძაია - ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია - რა უნდა თქვას, ის, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ ამ ქვეყანაში?

ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია - რა უნდა თქვას, ის, რომ საზღვრებს ვერ აკონტროლებენ ამ ქვეყანაში? მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში პერსონალურად ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოშია.

თამარ კორძაიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აქვს ის ინფორმაცია, რაც ამის თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ეკა ხერხეულიძისგან მოისმინა და ამ შემთხვევაში, უნდობლობის საფუძველი არ აქვს.

„მე მაქვს საფუძველი უფრო მეტად ვენდო მიხეილ სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს, ვიდრე ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ხელისუფლება იმასაც ამბობდა, სუს-იდან გაჟონილი ფაილები საერთოდ არ არსებობსო, ისე როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, მე არაფერ შუაში ვარო. ხელისუფლება რეალურად სირაქლემას პოზიციაშია იმიტომ, რომ რა უნდა თქვას? ის, რომ ჩვენ საზღვრებს ვერ ვაკონტროლებთ ამ ქვეყანაშიო? მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში პერსონალურად ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და მისი ჩამოსვლა ცვლის იმას, რომ ეს ადამიანები დღეს იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს. ეს არის ყველაზე არსებითი ცვლილება“, - აცხადებს კორძაია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა