ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე - ეს არის „ქართული ოცნების“ თავსატეხი, მათი პასუხისმგებლობაა ზუსტად, მაგრამ ისინი რუსი ჯაშუშების გადაადგილებას ვერ ადგენენ ამ ქვეყანაში და რატომ არის გასაკვირი ვინმესთვის

ეს არის „ქართული ოცნების“ თავსატეხი, ნამდვილად, მათი პასუხისმგებლობაა ზუსტად, მაგრამ ისინი რუსი ჯაშუშების გადაადგილებას ვერ ადგენენ ამ ქვეყანაში და რას მელაპარაკებით ახლა, რატომ არის გასაკვირი ვინმესთვის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თავმოყვარე პატრიოტმა უნდა დაიცვას სააკაშვილი, თუმცა ამის აუცილებლობა არ დადგება, რადგან ხერხეულიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია და არ ეყოფა იმის ძალა, რომ სააკაშვილი დააკავოს".

„შედგება თუ არა დაკავების აქტი, ამას ვიხილავთ ერთად“, - განაცხადა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არეულობასა და ძალების დაპირისპირებას აანონსებს, თუმცა საზოგადოებამ ამას უნდა უპასუხოს ერთობით, სიმშვიდითა და მტკიცე ნებით.

„ოქმებმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი, ამიტომ ვუსვამ მე ხაზს, რომ ხვალინდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის გამოცხადება რეფერენდუმზე, იმიტომ, რომ ზეგ მართლა ვწყვეტთ ჩვენ თავისუფალი ნებით, როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ. ძალიან მნიშვნელოვანია ყველას აქტივობა მშვიდ, თანასწორ ვითარებაში და ყველამ უნდა შეძლოს თავისი თავისუფალი ნების დაფიქსირება, ვინაიდან იცით, რომ თუ ეს გარემო შეიცვალა და კლიმატი აირია, მე ვგულისხმობ იმ არეულობას, რასაც ხელისუფლება აანონსებს და ძალების დაპირისპირებას გვპირდება ამ დღეების განმავლობაში და მათგან არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ერთობით, სიმშვიდით და მტკიცე ნებით,“- განაცხადა ხერხეულიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა