ეკა ბესელია - „ქართული ოცნების“ სპიკერების გამბედაობას რომ ვიცნობ, ერთმანეთს გაასწრებენ, გაიქცევიან

ერთმანეთს გაასწრებენ, რომ ვიცნობ ამ ადამიანების შინაგან მდგომარეობას და მათი გამბედაობის მასშტაბს, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ სპიკერებს - ისინი გაიქცევიან,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოში უკიდურესად რთული და ფეთქებადსაშიში ვითარებაა და ამ ფონზე ძალოვანი სტრუქტურები აბსოლუტურად დემორალიზებულები არიან.

„სასაცილოდ რომ გვქონდეს საქმე, რა სჯობს, დავდგეთ და ვიხალისოთ, მაგრამ არ გვაქვს, სამწუხაროდ, სახალისოდ საქმე. ქვეყანაში არის ვითარება უკიდურესად რთული და ფეთქებადსაშიში. მე არ ვიცი, სად დასეირნობს მიხეილ სააკაშვილი, ბულვარში, ბულვარს მიღმა, თუ რა სიურპრიზებს უმზადებს. მოდით თავსატეხი ჰქონდეთ საქართველოს ძალოვან უწყებებს, რომლებიც ვერ გამოიყურებიან კარგად, არ გვაქვს ჩვენ ასეთი მყარი სისტემა.

ძალოვანი უწყებები, განსაკუთრებით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე მოფიქრალი, წესით მოდარაჯე უწყებები, არ გვაქვს ჩვენ მყარი და ის დღეს არის დემორალიზებული. დემორალიზებულია, რადგან იმის ნაცვლად, რომ უსაფრთხოების სისტემა მუშაობდეს საფრთხეების განეიტრალებაზე, მართლა, რამდენჯერ გადაბრუნდება ადამიანი ძილის წინ და ძილის შემდეგ, ამას ამოწმებენ და მთელი რესურსი ამაზე მიდის და ეს დემორალიზებას უკეთებს წესიერ საჯარო მოხელეებს.

ეს იქნება აბსოლუტური კრახი, ერთმანეთს გაასწრებენ, რომ ვიცნობ ამ ადამიანების შინაგან მდგომარეობას და მათი გამბედაობის მასშტაბს, ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ სპიკერებს. ისინი გაიქცევიან. ეს ის ხალხია „ნაციონალური მოძრაობის“ ჩუმი და ლატენტური დამხმარე რომ იყო ღიად თუ ფარულად და შემდეგ იპოვეს გზები „ქართულ ოცნებაში“ მოსასვლელად,“ - განაცხადა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა