„საქსტატი“ - 2020 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 156.0 მლნ ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს არაკომერციულიორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 156.0 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 8.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილი მოდის განათლების (40.8 პროცენტი), აგრეთვე, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (21.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (18.7 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (7.0 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების გაწევის (6.1 პროცენტი) და ინფორმაცია და კომუნიკაციის (2.7 პროცენტი) დარგის ორგანიზაციებზე.

„2019 წელთან შედარებით ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 19.2-ჯერ გაზრდილია მშენებლობის დარგში, 13.1-ჯერ ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების დარგში, 5-ჯერ დამამუშავებელი მრეწველობის დარში. ასევე ბრუნვა გაზრდილია ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (5.8 პროცენტი) და წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგში (2.2 პროცენტით). პროდუქციის (საქონლისა და მომსახურების) გამოშვების მოცულობამ არაკომერციული ორგანიზაციების სექტორში 2020 წელს 1732.9 მლნ. ლარი შეადგინა (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაზრდილია 23,6 პროცენტით). პროდუქციის გამოშვებაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩეოდა ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების (36.2 პროცენტი), სხვა სახის მომსახურების (28.1 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენების (10.3 პროცენტი), განათლების (11.0 პროცენტი) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (7.9 პროცენტი) დარგის ორგანიზაციები. არაკომერციულ ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობამ 2020 წელს 54.4 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 53.2 პროცენტი ქალია, ხოლო 46.8 პროცენტი კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული.

დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 29.0 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 22.2 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14.6 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 13.0 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 10.0 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5.4 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 5,8 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 53.5 ათასი (მათ შორის ქალია 53.6 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე. არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში. აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია