ICDI და IDMC ერთობლივი სადამკვირვებლო მისია 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ა(ა)იპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი“ (ICDI) და ა(ა)იპ ,,ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (IDMC) ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მე-2 შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში შეფასებულია ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არჩევნების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების, კოვიდ-უბნების შექმნის, პარტიების რეგისტრაციისათვის ხელშეწყობის, ვიდეოფიქსაციის, ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატების, შეცვლილი კაბინის ფორმების თაობაზე, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, ტრენინგები, ინფორმაციულობის დაცულობის ცენტრის საქმიანობა, საკონსულტაციო ჯგუფის საკითხი, უბნების მონიტორინგის შედეგები და წინასაარჩევნო კამპანია/აგიტაციის წესების დარღვევები.

„წინასაარჩევნო პერიოდში ერთობლივი მისიის ძირითადი მიგნებების საფუძველზე ანგარიშში ასახულია რეკომენდაციები, რომელთა მიხედვითაც მნიშნელოვანია ჩართული მხარეების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების წევრების/წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ ძალადობისაგან, ცრუ ინფორმაციისა და საარჩევნო კომისიების წევრებზე ზეწოლისგან თავისუფალი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა; გარდა აღნიშნულისა, რეკომენდაცია შეეხება იმ მექანიზმების შემუშავებას, რომელიც გაზრდის პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული წევრების მონაწილოებას სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში და უზრუნველყოფს მათი მხრიდან დაკისრებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას.

ანგარიში სრულად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://altosharepdf.com/share/f6779107cca92248d7b00f2aa34d2fd1 „- აღნიშნულია გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს