თორნიკე რიჟვაძე - სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე

სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი, ვერასდროს გაბედავს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეოებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არის ბათუმში. მისი თქმით, სააკაშვილის დღევანდელი ქმედება კიდევ ერთხელ დაცინვაა საზოგადოების.

„ღიმილის მომგვრელია, რა შეიძლება ვთქვა. უფრო მეტს გეტყვით, სააკაშვილი და ვარშალომიძე გოდერძიზე ქეიფობდნენ, კაიმაღი მეტი მოუვიდათ და დღეს თქვეს, რომ ვაცალოთ ჩაბარებამდე. ახლა ცოტა სერიოზულად: პირველი, იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ "ფეიკ" ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს. ეს კიდევ ერთხელ არის დაცინვა ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს, მათი მხარდამჭერების, ამომრჩევლების აბუჩად აგდება და დარწმუნებული ვარ ამაზე, ძალიან მალე საკადრის პასუხს მიიღებენ, უკვე ძალიან მალე, ხვალ, არჩევნებზე.

მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი "ნაცმოძრაობას" ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ, ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რომ ახლა საქართველოს პრემიერ - მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე",- განაცხადა რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს