ალუდა ღუდუშაური - დანამდვილებით გეუბნებით, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება - სააკაშვილი უკრაინაშია, ის უკრაინიდან არ გასულა

დანამდვილებით გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება - სააკაშვილი უკრაინაშია, ის უკრაინიდან არ გასულა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს.

ღუდუშაურის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ყოფნის თაობაზე სასაცილო და სამარცხვინო „ფეიკ“ ნიუსს საკუთარ პარტიაშიც „ვერ ყიდის". მისივე თქმით, სააკაშვილი "როგორც კი გაბედავს და საქართველოს ტერიტორიას შეეხება, დაპატიმრებული იქნება".

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი ჰყავდა, რომელსაც კვლავ დაუოკებელი ჟინი აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ყოველგვარ ზღვარს მიღმაა ისეთი კომიკური და სასაცილო პერსონაჟი, როგორადაც ყოფილი პრეზიდენტი იქცა. არც ერთ ზრდასრულ ადამიანს ასეთი მარტივი ფეიკის არ სჯერა - ბუნებით ისეთ მხდალ და მშიშარა პიროვნებას, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, არა აქვს გამბედაობა წარსდგეს ქართველი ხალხისა და მართლმსაჯულების წინაშე. როდესაც რამდენიმე დღის წინ რაღაც ბილეთის ჯავშანი გამოაქვეყნა და ახლა უკვე სამარცხვინო და სასაცილო „ფეიკ“ ნიუსს ავრცელებს, ღიმილის მომგვრელია.

ჩვენი ქვეყნის სამწუხარო მოცემულობაა, რომ ოდესღაც საქართველოს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი ჰყავდა", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო