ალუდა ღუდუშაური - აქვს კი სააკაშვილს ტერორისტის გამბედაობა? - ის არის მხდალი

აქვს კი სააკაშვილს ტერორისტის გამბედაობა? - ის არის მხდალი, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტის კითხვას, რატომ გამორიცხავს, რომ სააკაშვილმა მართლაც გადმოკვეთა საზღვარი მაშინ, როცა ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევიც კი შემოეპარათ თავის დროზე.

ღუდუშაურის თქმით, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. კითხვაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს ამას, ღუდუშაური აცხადებს, რომ სააკაშვილს გამბედაობა არ აქვს და მხდალი ადამიანია.

„ძალიან საინტერესო რამ თქვით - აჰმედ ჩატაევს და მიხეილ სააკაშვილს შორის ტოლობა დასვით. იქნებ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხოთ, აქვს კი ნებისმიერი ტერორისტის გამბედაობა? ის არის მხდალი, არც მისი გამბედაობა აქვს სააკაშვილს და არც იმის გამბედაობა, რომ როგორმე ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს", - განაცხადა ღუდუშაურმა.

ღუდუშაური აცხადებს, რომ "სააკაშვილს ისე ეშინია 1- ელი ოქტომბრის, როგორც ეშმაკს ჯვრის".

„დღეს არის დღე, როცა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტებაზე, წამებაზე და პატივის და ღირსების შელახვაზე. სააკაშვილს ისე ეშინია და სძულს პირველი ოქტომბერი, როგორც ეშმაკს ჯვრის",- განაცხადა ღუდუშაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო