მურმან დუმბაძე - სააკაშვილი ბათუმშია - გარწმუნებთ, ხვალ, 20:05 საათზე, როცა ეგზიტპოლები გამოცხადდება, საქართველოს ყველა მოქალაქეს სააკაშვილთან უშუალო კომუნიკაცია ექნება

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება. ბოლო 4-5 წლის განმავლობაში მასთან კომუნიკაცია აქტიურად მაქვს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არის სიმართლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დროს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

„გარწმუნებთ, ხვალ, 20:05 საათზე, როდესაც ეგზიტპოლები გამოცხადდება, საქართველოს ყველა მოქალაქეს მასთან უშუალო კომუნიკაცია ექნება. ხვალ ჩვენ მშვიდობიანად დავამთავრებთ არჩევნებს - ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა“, - აღნიშნა დუმბაძემ.

დუმბაძემ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის დეტალებზე საუბარს თავი აარიდა.

მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ეს არის ტექნიკური დეტალი. მთავარია, რომ ის შემოსულია. ის საქართველოს მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ დაეხმარებოდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში, მის შემდგომ სრულყოფილებაში, ის დაეხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს, რათა რუსულ ორბიტაზე შემჯდარი საქართველოს სახელმწიფოებრიობა ამდაგვარი წესით დავამთავროთ.

მიხეილ სააკაშვილი არის ქართული პოლიტიკის ფაქტორი. ის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკოსია, განსაკუთრებით 2012 წლის 1 ოქტომბრიდან. 9 წელი გავიდა ზუსტად და ეს აღმოჩნდა ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც იპოლიტიკოსა, რომელმაც დამარცხება აღიარა და შეაყვარა ქართველ ხალხს თავი“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ამასთან, ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებასაც გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძე იმასაც არ ადასტურებს, რომ მამამისი არის მარბიელი და „ზონდერი“. 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე მამამისი, დავით რიჟვაძე, იყო უკიდურესი, უსასტიკესი მარბიელი და „ზონდერი“. ის უნდა იჯდეს მეგის ქარდავას გვერდით. როცა თორნიკეს ვკითხე, უნდა იჯდეს თუ არა მამამისი, დავით რიჟვაძე, მეგის ქარდავას გვერდით, პასუხი არ არის. თუ ამ კითხვაზე მიპასუხებს, თორნიკე რიჟვაძეზე გავაკეთებ კომენტარს. ის არ არის პოლიტიკოსი, ისაა შემთხვევითი ადამიანი, რომელიც მოხვდა თანამდებობაზე და იღებს ხელფასს“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო