შსს - გვქონდა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღეს.

„ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან, მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის არის ძებნილი, მის მიმართ დამდგარია განაჩენი და თუ იგი გადმოკვეთს სახელმწიფო საზღვარს, დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - განაცხადა დარახველიძემ.

ამასთან, მან მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„ვიდეოებთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია“, - აღნიშნა დარახველიძემ.

იხილეთ ვიდეო: გვქონდა უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია - შსს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს