დავით ჭიჭინაძე - ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს, ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით

ფაქტია, „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს. ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემული თითოული ხმა დასაცავია.

„ის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილი და მორღვეულია, ამას დიდი ხანია ვამბობ. ისიც ფაქტია „ქართულ ოცნებას“ არანაირი გეგმა არ აქვს.

ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით...

მოკლედ, 2 ოქტომბერს დასაცავია 41-ის წინააღმდეგ მიცემული ყველა ხმა!

ამიტომ, პირადად მე, ვიდგები იქ, სადაც ქართველი ხალხი იქნება!

თან, არჩევნების შემდეგ პრობლემები კი არ მთავრდება, პირიქით იწყება.

მით უმეტეს ბევრი შეკედლებული ყავს „ოცნებას" თბილ ადგილებზე და მათ უკვე დაიწყეს წრიალი.

მაგრამ! ყველას ნამოქმედარი უნდა შეფასდეს, მე ამისი მომხრე ვარ.

რადგან ეს ქვეყანა საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა, სწორედ პოლიტიკოსებისგან“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს