გიგა ბოკერია - ვინც უყურებს ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს მშვიდობიანად დავუსვათ წერტილი

ხელისუფლების მხრიდან ტექნიკის ბათუმში გადაგზავნა არის კატასტროფული რეაქცია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბათუმის მიმართულებით სპეცტექნიკის გადაგზავნას.

„დადასტურდა, რომ რაღაც ტექნიკა გადაისროლეს ბათუმში, ეს არის უბრალოდ კატასტროფა. სხვა ქვეყანაში რომ ხდებოდეს, უბრალოდ სასაცილო იქნებოდა და გულისტკივილით ვიხუმრებდით, რომ რა დღეშია ეს ქვეყანა, მაგრამ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, სადაც გვყავს ხელისუფლება, რა მნიშვნელობა აქვს სააკაშვილი ჩამოსულია თუ არ არის ჩამოსული თავისი ვერსიით, რომელმაც ბათუმში ტექნიკა გადაიყვანა, ეს არის კატასტროფული რეაქცია. ამიტომ დღევანდელ ამბავს, ვინც უყურებს, ივანიშვილის რეჟიმის საქციელს, როგორი განწყობითაც არ უნდა იყოთ ზოგადად პოლიტიკური პროცესის მიმართ, მოდით ხვალ არჩევნებზე, რომ ამ სამარცხვინო, ზოგჯერ სასაცილო, მაგრამ ტრაგიკულ ამბავს წერტილი დავუსვათ მშვიდობიანად, ჩვენი ხმით“, - განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს