მამუკა მდინარაძემ მიმოწერა გაასაჯაროვა, რომელმაც მისი მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ „ჩატიდან“ გაჟონა

„ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ გაასაჯაროვა მიმოწერა, რომელმაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ „ჩატიდან“ გაჟონა.

მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე წაიკითხა შეტყობინება, რომლითაც, მისი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაევალათ, რომ მთელი დღის განმავლობაში „ღია ტელეფონით“ ესაუბრათ იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია.

„როგორც ჩანს, მოსმენების ამბავი ძალიან დაიჯერეს“, - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიულ „ჩატში“ დაწერა, რომ მთელი დღის განმავლობაში უნდა ჰქონოდათ შემდეგი გზავნილები: „გენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ „ოცნებას“ წაგებული აქვს და ჩაეხსენით, ისეთ რამეს ნუ გაგაკეთებინებს ბიძინა, კალაძე, რომ მერე ვერ შეძლო დახმარება. ეს უნდა ვქნათ ყველამ, ყველა დონეზე, „ქოცების“ უბნის უფროსებს, კომისიის წევრებს, ვისზეც გვაქვს „ხოდი“, უნდა შევეხმიანოთ, ყველას უთხარით, ასე აკეთონ ჩვენებმა. ქვედა დონეზე ნახონ ან დაურეკონ ხალხს, ქოც-ქვედა დონის ხალხს- ჩვენ ჩვენს დონეზე. ახლა ფსიქოლოგიურად უნდა მოვსპოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო