სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანიის ინფორმაციითვე, ჩუღურეთის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

„მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის, გუდიაშვილის, აბო-თბილელის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, შოთა ნიშნიანიძის და ჯიბლაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქვემო მელითონეთა დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის, ოცხელის, ბაბუციძის, ნაკადულის, შანავას და თამარის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთის გამზირის, აგლაძის, კერესელიძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ზესტაფონის, ვანის და თევდორე მღვდლის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო