სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 5 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, კერძოდ, დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება წერეთის გამზირის, სოხუმის, ზუგდიდის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, სამტრედიის, აგლაძის, გვეტაძის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ბაგრატიონის, ვანის, გაფრინდაულის და ყიფიანის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანიის ცნობითვე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და გუდაურის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ბაქრაძის, ჭოველიძის, ბელინკის, მელიქიშვილის, ყაზბეგის, ზანდუკელის, მაჭავარიანის, ახვლედიანის, კობახიძის, ვაშლოვანის, მილორავას, ქიაჩელის, ნიკოლაძის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას, თარხნიშვილის, გურგულიას, ტატიშვილის, გუდაურის და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, უშანგი ჩხეიძის, დოდო აბაშიძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა