ანა ბუჩუკური - რევანშისტული „ნაცმოძრაობაც“ და უსუსური, დასუსტებული „ოცნებაც“ ამ ქვეყანას და ხალხს აბრუნებს წარსულში - ხვალ ეს მოჯადოებული წრე უნდა დავასრულოთ

რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სრული ქაოსია. ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ გაბოროტებულ და რევანშისტული სურვილებით შეპყრობილ „ნაცმოძრაობას“ და მეორეს მხრივ, ვხედავთ აბსოლუტურად უსუსურ და დასუსტებულ ორგანიზაცია „ოცნებას", რომლის მთავარი მიზანია ძალაუფლების შენარჩუნება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და მცხეთის მერობის კანდიდატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, მოსახლეობა მიმდინარე მოვლენებს პასუხს ხვალ, საარჩევნო ყუთებთან გასცემს.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, იმისთვის, რომ ეს მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. იმიტომ, რომ ერთიც და მეორეც - რევანშისტული „ნაცმოძრაობაც“ და უსუსური, დასუსტებული „ოცნებაც“ ამ ქვეყანას და ამ ხალხს აბრუნებს წარსულში. ჩვენ მეტი დასაკარგი დრო ნამდვილად არ გვაქვს. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რაზეც ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ბევრს საუბრობს. ეს არის დადასტურება, რომ „ნაცმოძრაობა“ არის გუშინწინდელი დღე და „ოცნება“ დღეს არის უსუსური და დასუსტებული.

ჩვენი გუნდი მიუყვება გეგმებს, როგორც პირველივე დღიდან გვქონდა დაგეგმილი და ხვალ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა ღირსეულ პასუხს გასცემს ყველაფერს, მათ შორის იმას, რაც ბოლო საათების მანძილზე ხდება", - აღნიშნავს ანა ბუჩუკური.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა