ნათია თურნავა - იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვეში 194 სესხია დადასტურებული

მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეეხება ეს იპოთეკური სესხის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან 1 თვის თავზე დადასტურებულია 194 იპოთეკური სესხი.

დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს 21,292,903 ლარს, ხოლო სესხის საშუალო მოცულობა არის 109,757 ლარი.

თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ სუბსიდირების ახალი პროგრამა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ოჯახების კეთილდღეობას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

პროგრამის თანახმად, 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ, ოჯახმა, შვილის შეძენიდან 12 თვის განმავლობაში შეუძლია, მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს როგორც ახალი ან მეორადი ბინა, ასევე ააშენოს კერძო საცხოვრებელი სახლი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში 200,000 ლარამდე სესხის პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს 5 წლის განმავლობაში. ამავე პროგრამით ავტომატურად ისარგებლებენ ასევე ის მრავალშვილიანი ოჯახებიც, ვისაც დღეს უკვე ჰყავს სამი ან მეტი შვილი.

თენგიზ ცერცვაძე - როცა გადადგომაზე განცხადება დავწერე, არ მჯეროდა, მეგონა სიზმარში ვიყავი, რომ მილიარდის გაფლანგვას და ადამიანების ჩახოცვას გვაბრალებდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
ლიზინგი, როგორც ფინანსური ბაზრის შემადგენელი ნაწილი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო