„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ ევროპარლამენტარების დელეგაციას ხვდება

„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოში ჩამოსულ ევროპარლამენტარების დელეგაციას ხვდება.როგორც შეხვედრამდე პოლიტიკური პლატფორმის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში უპრეცედენტოა ყურადღება მათი მხრიდან ჩვენს ქვეყანაზე. გიორგი ვაშაძის თქმით, მან დღეს რამდენიმე შეხვედრა გამართა ევროპელ პარტნიორებთან, რომლებიც ერთხმად თანხმდებიან, რომ პოლიტიკური პოლარიზება ქვეყანაში უნდა დასრულდეს.

„უპრეცედენტოა ყურადღება განსაკუთრებით ევროპარლამენტარების მხრიდან, ამდენი ევროპარლამენტარი არც წინა არჩევნებზე არ ჩამოსულა, რაც თავისთავად უსვამს ხაზს ამ არჩევნების მნიშვნელობას. მე დღეს ბევრ ჩვენს ევროპელ პარტნიორთან მქონდა შეხვედრა, ისინი ყველა თანხმდებიან, რომ პოლარიზება დასასრულებელია ამ ქვეყანაში და ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ, იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც სურს, რომ გაარღვიოს ეს ორპოლუსიანობის მოჯადოვებული წრე. დანარჩენი გვექნება საარჩევნო გარემოზე საუბარი და რაც მთავარია ხვალინდელ დღეზე საუბარი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის მათი აქ ყოფნა. ჩვენ „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" სწორედ ამაში ვართ მათი პარტნიორები, რომ გვინდა სტაბილური განვითარება ამ ქვეყნის, ყველას ვთხოვ, რომ გამოვფხიზლდეთ" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა