ირაკლი ჩიქოვანი -,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს დაემუქრონ და შეავიწროვონ

"ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ზუგდიდის მასშტაბით საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შევიწროებას ცდილობენ და ემუქრებიან.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იყო შემთხვევები როდესაც აქტივისტები მივიდნენ რუხის რამდენიმე უბანში და განუცხადეს ,,აქ არაფერი არ უნდა გააკეთოთო”.

მისივე თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” არ ეშვება იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ აპრობირებული და მიმართავენ ყველა საშუალებას, რომ არჩევნები რაიმე ფორმით იყოს კომპრომიტირებული.

,,გვაქვს ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ჩვენ ვიცით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ შეავიწროვონ და დაემუქრონ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს. ,,ნაციონალური მოძრაობა” არ ეშვება იმ მეთოდებს, რა მეთოდებიც წლების განმავლობაში ჰქონდათ აპრობირებული და მიმართავენ ყველა საშუალებას, რომ არჩევნები რაიმე ფორმით იყოს კომპრომიტირებული. ჩვენ მოვუწოდებთ როგორც აქტივისტებს, ასევე ყველა ადამიანს, რომელიც საარჩევნო პროცესში არის ჩართული, რომ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” მუქარას, ისინი ვერასდროს ვერ ახდნენე ვერანაირ მუქარას ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს სიცრუე როდესაც ცდილობენ მოქალაქეებს შესთავაზონ ალტერნატიული რეალობა, როგორც საპნის ბუშტი მალევე გაქრება.

იყო შემთხვევები როდესაც აქტივისტები მივიდნენ რუხის რამდენიმე უბანში და განუცხადეს აქ არაფერი არ უნდა გააკეთოთო. ცდილობენ მძიმე ვითარების დახატვას, მაგრამ რეალურად შედეგის მომტანი არ იქნება”, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა