მიხეილ სააკაშვილი - მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად, ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი არ გვქონდა - მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართულ საზოგადოებას მიმართავს.

აუდიომიმართვა თავად სააკაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება და ის იქამდეა ჩაწერილი, ვიდრე შინაგან საქმეთა სამინისტრო სააკაშვილს დააკავებდა.

„მე შეიძლება დამაკაონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით, ხვალ ვიკრიბებით ყველა. ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ამ არჩევნებს“, - მიმართავს სააკაშვილი მოსახლეობას.

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მტკიცედაა და არაფრის ეშინია.

"არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე. მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

მე ვარ ძალიან მტკიცეთ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ", - აღნიშნავს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა