მამუკა მდინარაძე - ეს იყო მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია - სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება, ვერ დასრულებულიყო

კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და საბედნიეროდ, ის აღიკვეთა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებს საჯარო მადლობა გადაუხადა.

„ძალიან დიდი მადლობა საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს, რომლებმაც უდიდესი პროვოკაცია აღკვეთეს. როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება, ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და საბედნიეროდ, ის აღიკვეთა. ამ მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბუნებივია, სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველი, ვინც აპირებდა ან არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ამ უდიდესი პროვოკაციის პასუხად, ასევე უპასუხებენ ჩვენი მომხრეები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ“,-განაცხადა მდინარაძემ.

მან განმარტა, თუ რატომ უარყოფდნენ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.

„ჩვენი განცხადებები ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცავები გვაწვდიდნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, მათ ეს ძალიან კარგად გათვალეს, სხვაგვარი მესიჯები რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება ვერ დასრულებულიყო, მათ ეს რისკი არ გაწიეს“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, „მიხეილ სააკაშვილი დამფრთხალია, მან გარისკა და ეს რისკი ძვირად დაუჯდა“.

„ეს იყო კარგად ჩატარებული სპეცოპერაციის კლასი. მსჯავრდებული, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შედეგად არის ციხეში, იქ, სადაც უნდა იყოს“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს