ირაკლი კობახიძე - ხვალ მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ ამომრჩეველს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ სიმახინჯე, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში

ხვალ მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ ამომრჩეველს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ სიმახინჯე, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ხვალ საბოლოო განაჩენს გამოუტანს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე მის სატელიტ პარტიებს.

„ქართული საზოგადოება ხვალ საბოლოო განაჩენს გამოუტანს როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე მის სატელიტ პარტიებს. ეს იქნება ელექტორალური პასუხი ამ პოლიტიკურ ძალებზე. ეს იქნება ისეთი პასუხი, რომელიც უზრუნველყოფს საერთო ჯამში ქართული პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებას.

მთავარია ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაცია, მთავარია ამომრჩეველი არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეს. ხვალ მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ ამომრჩეველს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის სიმახინჯე, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში ვხედავთ მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის პოლარიზაცია, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობები პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არის არაჯანსაღი პოლიტიკური პარტიების არსებობა პოლიტიკურ სისტემაში. ეს ყველაფერი ხვალ უნდა დასრულდეს, ამაში საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართულმა ელექტორატმა, ქართულმა ამომრჩეველმა“,-აღნიშნა კობახიძე.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს