გიგა ბოკერია - პროცესებს განსაზღვრავს ჩვენი ხალხის აქტიურობა ხვალ არჩევნებზე, ეს ისედაც ასე იყო, სააკაშვილიც რომ არ დაეკავებინათ

ჩვენ შეგვიძლია ხვალ არჩევნებზე ისეთი მშვიდობიანი პოლიტიკური დარტყმა მივაყენოთ, რომელიც მოარყევს და იძულებულს გახდის ივანიშვილის რეჟიმს, რომ დათმოს ძალაუფლება ვადამდელ არჩევნებზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პროცესებს ხვალ ხალხის აქტიურობა განსაზღვრავს.

„ბუნებრივია ჩვენ არაფერი ვიცით გარდა იმისა, რაც ტელევიზიით ვიხილეთ. ასეთ ვითარებაში ამ ხალხის ხელისუფლებაში დატოვება ყველასთვის საფრთხეა. ივანიშვილის რეჟიმი და მისი გარემოცვა ყველასთვის საბედისწერო საფრთხეა, არამხოლოდ სააკაშვილის, რომელზეც იძახიან, რომ დააკავეს, ან მის მისი მომხრეებისთვის და ოპოზიციისთვის.

ჩვენ შეგვიძლია, ისეთი მშვიდობიანი პოლიტიკური დარტყმა მივაყენოთ, რომელიც მოარყევს და იძულებულს გახდის, დათმოს ძალაუფლება ვადამდელ არჩევნებზე. ამ ყველაფერს სათავე უნდა დავუდოთ ხვალ, 2 ოქტომბერს.

პროცესებს განსაზღვრავს ხვალ არჩევნებზე ჩვენი ხალხის აქტიურობა. ეს ისედაც ასე იყო სააკაშვილი რომც არ დაეკავებინათ. ხვალ გვაქვს შანსი, რომ დავუახლოვდეთ ისტორიულ ამოცანას და მოვშორდეთ საფრთხეს, რაც ივანიშვილმა შეუქმნა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა