"ლელო" - ხვალ, არჩევნებზე თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაასრულოს, სიყალბე და არეულობა

"ლელოს" გენერალურმა მდივანმა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამეს.

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა, არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობით ხალხი შეცვლის ქვეყნის მომავალს.

"ორი ოქტომბერი არის რეფერენდუმი მთელი ქვეყნისთვის. აუცილებლად უნდა მოხვიდეთ გარდამტეხ არჩევნებზე, სადაც თითოეული თქვენგანის ხმა ამ ქვეყანას მოუტანს ცვლილებებს. მოდით არჩევნებზე და აირჩიეთ ალტერნატივა და ქვეყნის მომავალი", - აღნიშნა ანა ბიბილაშვილმა.

"ლელოს" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის თქმით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია თავისი არჩევანი გააკეთოს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებაში და აუცილებელია ხალხმა არჩევნებში მონაწილეობა მოიღოს.

"კამპანიის განმავლობაში ამომრჩეველთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა და კარგად ვიცი, რა საჭიროებები არსებობს დედაქალაქში და რა სჭირდებათ ადამიანებს. მათში მომწიფებულია ცვლილებების სურვილი და ამიტომ აუცილებელია ხვალინდელ არჩევნებზე თითოეულმა მოქალაქემ დაასრულოს ის არეულობა, სიყალბე და სიცრუე რაც ქვეყანაშია",- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა