ეკა ხერხეულიძე - უკვე მეოთხე დღეა მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკვე 4 დღეა საქართველოში იმყოფება.

ამასთან როგორც ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი იმყოფებოდა არა მხოლოდ ბათუმში, არამედ „ქუთაისშიც და სხვაგანაც“.

„ხელისუფლებამ დღეს აჩვენა უსუსურობა. ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ. ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო. ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო, ვიცოდი რომ აქ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათდა გასაოცრად სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. ძალიან ახლოს, კანცელარიასთან იყო გუშინ.

დღეს არ არის პირველი დღე, რომ სააკაშვილი თბილისშია. უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია. ამის შესახებ ცნობა ამ ჩამოშლილ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ ეს გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია. ეს დროებითი ფაქტია. ამის შესახებ იცოდა. გვისაუბრია. მიმართვაც გვქონდა გამზადებული. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლის გზა. ეს გააკეთა შეგნებულად, რადგან ის თვლის, რომ ხვალ რეფერენდუმია და არა რიგითი არჩევნები და თუ რეფერენდუმია არცერთ ქართველს არ აქვს უფლება, ფარგლებს გარედან უყუროს საქართველოში რა მოხდება“,- განაცხადა ხერხეულიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო