გიორგი ვაშაძე - ჯერ ვართ ადამიანები და მერე - პოლიტიკოსები, არ მგონია, ვინმეს გვახარებდეს ყოფილი პრეზიდენტის დაკავება - დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია

დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია, - ამის შესახებ პარტია „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას ეხებოდა.

ვაშაძის თქმით, დაპირისპირების ამ ფონზე შეუძლებელია, რომ ქვეყანა წინ წავიდეს.

„ხვალ მართლაც ისტორიული არჩევნებია, როცა თითოეული მოქალაქე უნდა მივიდეს საარჩევნო ურნასთან და გადაწყვიტოს საქართველოს ბედი.

მეგობრებო, ჯერ ვართ ადამიანები და მერე - პოლიტიკოსები. მიუხედავად ჩემი ფუნდამენტური განსხვავებისა მიხეილ სააკაშვილთან, არ მგონია, რომ ვინმეს გვახარებდეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენ მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ერთიანობასა და მშვიდობაზე. არ შეიძლება დავუშვათ დაპირისპირება ქვეყანაში. არ შეიძლება დავუშვათ მტრობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ერთად დავდგეთ და ჩვენი მშვიდობიანი არჩევანი, რომელსაც გავაკეთებთ ხვალ, უნდა ვაჩვენოთ მთელ სამყაროს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო ირჩევს განვითარებისა და მშვიდობის გზას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს