ზაალ უდუმაშვილი - შოკში ჩავარდნილი „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ სააკაშვილი ტრუსკავეცშია, ბოლოს ამოღერღეს, რომ თბილისშია - ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი

სისტემა პრაქტიკულად ჩამოშლილია, მთელი სახელმწიფო სტრუქტურები განადგურებულია, ეს დაამტკიცა სწორედ დღევანდელმა მოვლენებმა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ისე შემოვიდა ქვეყანაში, რომ ვერავინ გაიგო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავისი ქმედებებით ყველას დაანახა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს.

„მთელი დღის განმავლობაში დაბნეული და შოკში ჩავარდნილი „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში ყოფილა და იქედან დებდა ვიდეოებს. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღეს, რომ თურმე ის არა ბათუმში, არამედ თბილისში ყოფილა. პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავისი ქმედებებით დაანახა ყველას, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი იმაზეც შეგუებული იყო, რომ შესაძლოა დაეკავებინათ საქართველოში და ეს მოსალოდნელი იყო მისთვის. ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ ხვალ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა დავასრულოთ ის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს. მოტივაცია ყველას გაგვაჩნია იმაზე მეტი, ვიდრე დღემდე გვქონდა. ასე, რომ ყველას მოგიწოდებთ, ხვალ ყველა მივიდეთ არჩევნებზე მშვიდად, ორგანიზებულად და მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოლიტიკური პროცესები დაიწყება.

ზაალ უდუმაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაც ჩაერთვება.

„ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და ეს ხვალ არჩევნების გზით მოხდება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხების სცენარს არ განიხილავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა