მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად იმისა დამაპატიმრებენ თუ არა, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე - როცა იქნება გაყალბების მცდელობა დავორგანიზდეთ, გავათავისუფლოთ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა საქართველო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, რომელიც სავარაუდოდ, საქართველოში ჩამოსვლამდეა ჩაწერილი.

ის Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ქართველ ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„მე გადავწყვიტე წასვლა საქართველოში და მე იქ აუცილებლად ჩავალ იმ გზით, რომელიც არის ყველაზე მოსახერხებელი და ყველაზე ნაკლები დაბრკოლებების შექმნას შეძლებენ, იმედია. მინდა ვუთხრა ყველას, არის დიდი ალბათობა, რომ მე შეიძლება დამაკავოს ამ ხელისუფლებამ, რომელმაც უკანონოდ მიიტაცა გასულ წელს არჩევნები, რომელიც აპირებს ამ რეფერნდუმის გაყალბებასაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ. ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ სრულიად გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეებითა და განაჩენებით, რომელსაც არცერთი ქვეყანა მსოფლიოში არ ცნობს მათი და რუსეთის გარდა. მე დავდივარ მთელს მსოფლიოში, ყველგან მიღებენ და არავინ მათ გადაწყვეტილებებს არ ცნობს. ეს ნიშნავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური განაჩენები. მე მინდა ვუთხრა ყველა თავისუფლებისმოვყარე ადამიანს საქართველოში - მიუხედავად იმისა დამაპატიმრებენ თუ არა, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ჩემთვის პირადად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა და შემდეგ არჩევნების მეორე დღეს, როცა იქნება გაყალბების მცდელობა ყველანი დავორგანიზდეთ, გავათავისუფლოთ ჩვენი თავი, გავიდეთ და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა საქართველო. თუ მე დამაკავებენ, ეს არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ ვიღაცამ ხელები ჩამოუშვას. მე შეგნებულად მივდივარ ამაზე. მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრად მეტი ძალა გვაქვს, ვიდრე მათ. არც მათი ფული, არც მათი მოკავშირე, ერთი, არც მათი რეპრესიული აპარატი არ არის უფრო ძლიერი, ვიდრე ქართველი ხალხი და ჩვენი ენერგია, ჩვენი ძალა და რაც მთავარია, ჩვენი სიმართლე. ამიტომ დავირაზმოთ ყველანი, ნურავის ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად თუ ჩვენ დავდგებით მაგრად და ჩვენ დავდგებით მაგრად! მე მივდივარ ბოლომდე. ვრისკავ ყველაფერს, ვტოვებ ჩემს ძალიან კომფორტულ, აწყობილ ცხოვრებას კიევში, ყველაფერ დანარჩენს, უარს ვამბობ ჩემს ყველანაირ პირად მომენტებზე, ამ ეტაპზე, ყველაფერს ვრისკავ იმისთვის, რომ ჩავიდე და დავეხმარო ჩვენს ხალხს, რომელსაც ძალიან ვჭირდები. წარმატებები და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, -აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა