ელენე ხოშტარია - სააკაშვილმა თავის ვიწრო პერსონალურ ინტერესებს არ შეწირა ქვეყნის ინტერესი და არანაირი არეულობა მის ჩამოსვლას  არ მოყვა - მთელი თხრობა "ოცნების", რომ ბუა მოდის, გამქრალია

მთელი დღე თურმე იტყუებოდნენ, ცუდი იუმორით, ქილიკით, ბოღმით. ანუ გამოდის, რომ მათ ნებისმიერ წამს შეუძლიათ ტყუილი ილაპარაკონ და იქით დაგესხან თავს და საერთოდ ნამუსმა არ შეაწუხოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „დროას“ თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიწრო პერსონალურ ინტერესებს არ შეწირა ქვეყნის ინტერესი და არანაირი არეულობა მის ჩამოსვლას არ მოყვა.

"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს ვიქნებით თუ არა ამ ჩამოშლილ, სიძულვილზე, დაპირისპირებაზე და განადგურებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოში, თუ ვიქნებით მრავალფეროვან პოლიტიკურ პროცესში. ხვალ ყველას აქვს არჩევანი, ნებისმიერს შეუძლია გადაწყვიტოს ვინ შემოხაზოს 41-ის გარდა და იმისთვის, რომ დადგეს ცვლილება. ხვალ რეალურად საქართველოს მოქალაქის ხელშია ის, რომ ეს მარაზმი, რაც ხდება, დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება.

მთელი დღე თურმე იტყუებოდნენ, ცუდი იუმორით, ქილიკით, ბოღმით. ანუ გამოდის, რომ მათ ნებისმიერ წამს შეუძლიათ ტყუილი ილაპარაკონ და იქით დაგესხან თავს და საერთოდ ნამუსმა არ შეაწუხოთ. ასე უტიფრად შეუძლიათ, რომ ყველა მოქალაქეს მოატყუონ ნებისმიერ თემაზე, ეს ძალიან მძიმეა, ამათთან შეჩვევა არ შეიძლება. "ქართული ოცნება" ყველაფერზე წასულა, მათ ფსკერი არ გააჩნიათ. ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ "ოცნების" დღის წესრიგით, იმიტომ, რომ ხვალ საქართველოს მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ყველა პოლიტიკოსს, "ოცნებასაც" და ჩვენ გვითხრას - ჩვენ როგორც გადავწყვეტთ ისე მოგიწევთ თქვენ მუშაობა და არა ისე, როგორც მოუნდება ვიღაცას. მათ აქვთ არჩევანი, რომ მიგვიჩინონ ჩვენი ადგილი.

ეს არის ხვალინდელი დღე რეალურად.

როგორც აქამდე მშვიდობიანად მოვედით, ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებამდე და ხელისუფლების ცვლილებას.

ოპოზიციის და თავად მიხეილ სააკაშვილის დამსახურებით, მან, განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", თავის ვიწრო პერსონალურ ინტერესებს არ შეწირა ქვეყნის ინტერესი და არანაირი არეულობა მის ჩამოსვლას არ მოყვა. მთელი თხრობა "ოცნების", რომ ბუა მოდის, გავიქცევით, ეს ყველაფერი გამქრალია, არანაირი ბუები არ არსებობს", - აღნიშნა ხოშტარიამ.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ინციდენტებს ელოდებიან.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სად, რომელ უბანში რას აპირებენ, მაგალითად გლდანში. მოშლილია ყველა სისტემა. მივმართავ "ოცნების" ყველა აქტივისტს, ვინც შეიძლება ჩართული იყოს ამ გეგმებში, რომ ჩვენ ერთმანეთის მტრები არ ვართ. ჩვენ გვჭირდება გაერთიანება, ნუ დაიზარალებთ თავს და ჩაიდენთ უკანონობას", - განაცხადა ხოშტარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა