ცესკოს თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ცესკოს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 2 ოქტომბრის არჩევნების სადამკვირვებლო პროცესში ჩართულობისთვის.

„შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე დაკვირვების სურვილი უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოთქვეს. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამკვირვებელი ორგანიზაციების შეფასებები და მიგნებები.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებს შორის 2021 წლის 1 ოქტომბერს შედგა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს