გიული ალასანია სააკაშვილზე - ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ დილით გავიგე, რომ უკვე საქართველოშია - ისეთივე მოულოდნელობა იყო, როგორც ყველასთვის

ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ დღეს დილით უცებ გავიგე, რომ უკვე საქართველოშია - ისეთივე მოულოდნელობა იყო ჩემთვის, როგორც ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.

„ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ დღეს დილით უცებ გავიგე, რომ უკვე საქართველოშია - მაშინვე დავიჯერე, უბრალოდ ვიცნობ ჩემს შვილს საკმაოდ კარგად, თუმცა ისეთივე მოულოდნელობა იყო ჩემთვის, როგორც ყველასთვის. შემდეგ ეთერიდან ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება. თვითმფრინავში ვიჯექი, რომ გავიგე აიყვანეს. ბოლოს ვნახე რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ უკრაინაშია სახლშია. რაღა აზრი ჰქონდა ჩემს იქ (უკრაინაში) ყოფნას, როდესაც ჩემი შვილი აქ არის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა