დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე - ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ფსიქოლოგიურად მზად იყო.

მისივე თქმით, პანიკა არ არის.

„მე მოვისმინე საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადება. მიხეილი ამისთვის მზად იყო. ჩვენ რიგებში, მის მეგობრებსა და თანამოაზრეებს შორის არავითარი პანიკა არ არის, რადგან ეს იყო გამიზნული ნაბიჯი, თამამი გადაწყვეტილება ადამიანისა, რომელსაც არ სურდა ეცხოვრა მოშორებით კომფორტში და გადაწყვიტა, ბრძოლაში ჩაბმულიყო. ეს მოსალოდნელი იყო. ის თავად ფსიქოლოგიურად მზად იყო ამისთვის. ყველაფერი დანარჩენი მომდევნო დღეებში გამოჩნდება. ვფიქრობ, რომ მისი საქართველოში დაბრუნება - ეს არის ისტორიული მოვლენა ქართული პოლიტიკისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკაში“ , - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა