კენეტ იალოვიცი - ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი - მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც, ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კენეტ იალოვიცი აცხადებს, რომ სააკაშვილის მხრიდან საქართველოში ჩასვლა და წინასაარჩევნოდ საკუთარ თავზე ყურადღების მიპყრობა "უპასუხისმგებლო" საქციელია. განცხადებას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

მისი შეფასებით, მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც.

"ძალიან სევდიანი და სამწუხარო მოვლენებია. ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, რომ თავისი თავი გახადოს საარჩევნო დებატების ცენტრი იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირება მოხდეს ქართველების სერიოზულ პრობლემებზე, რომელსაც ისინი ყოველ დღე აწყდებიან. მისი დრო მოვიდა და უკვე წავიდა კიდეც და მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლოა ასეთი საქციელი. ეს საქართველოსთვის დემოკრატიისგან უკან გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იმედი მაქვს, რომ ქართველები ამ ჩარევას, უბრალოდ, დააიგნორებენ",- აღნიშნა იალოვიცმა “ამერიკის ხმასთან“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა