კახა კუჭავა - 9 წლის წინ ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია - ჩაეყარა საფუძველი ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას

ცხრა წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უდიდეს გამარჯვებას მიაღწია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა ,, ქართულ ოცნებას” აუცილებელია, ვისაუბროთ არა მხოლოდ დაპირებებზე, არამედ მიღწეულ შედეგებზე.

,,ამ დღეს, „ქართულმა ოცნებამ“, ქართველმა ხალხმა ნამდვილად უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ლიდერობით და ზუსტად მისი პრემიერობის დროს საფუძველი ჩაეყარა ევროპული ტიპის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნას, რომელსაც დასჭირდა, რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი, თუმცა, ეს იყო წარმატებების გზა და აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ვახსენოთ.

ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაც ვპირდებოდით თავიდანვე - ეს არის ის მთავარი მიზანი, რომელსაც სანამ არ მივაღწევთ, არცერთი ქართველი არ გაჩერდება. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, ქვეყნის გამთლიანება და არ შეიძლება, არ ვახსენოთ ის წარმატება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ამ პერიოდში ამ გზაზე, საუბარია იმ უპრეცენდენტოდ მაღალ მხარდაჭერაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საუბარია, თუნდაც, გაეროს რეზოლუციაზე, სადაც ყოველწლიურად არის მატება იმ ქვეყნების, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. არ შეიძლება, არ ვახსენოთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცენდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა და უკვე მათთან საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერების გაკეთება, თუ რა სანქციები დაწესდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმე აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის გზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია ასევე ჩვენს დღევანდელობაში, ის ხელშეკრულება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი 2014 წელს, ასოცირების შეთანხმება, ამას მოჰყვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაშინ ყველასთვის ძალიან სანატრელი თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, როდესაც მიზანი დასახული გვაქვს, ჩვენ ამ მიზანს ვაღწევთ. ასევე, არ შეიძლება, არ ვახსენოთ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა, სადაც უკვე ჩვენ ნამდვილად შევცვალეთ კონსტიტუცია ისე, როგორც ამას ჩვენი მოსახლეობა მოითხოვდა. სხვათა შორის, აქვე უნდა ვახსენოთ, რომ პირველი საკონსტიტუციო ცვლილება იყო, რომელიც მმართველმა პარტიამ ასე ვთქვათ, თავის საზიანოდ განახორციელა, რადგან ამ შემთხვევაში, გაცილებით უფრო გაძლიერებულია თუნდაც ჩვენი ოპონენტების უფლებები, შემდეგ უკვე რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებები და უპრეცენდენტოდ დიდი ზედამხედველობის ფუნქციები, რომელიც ადრე არასდროს არ ჰქონდა პარლამენტს, ასევე ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, რომელმაც უზრუნველყო მრავალპარტიული პარლამენტი, არ შემიძლია, არ ვახსენო უდიდესი შრომა, რომელიც ჩვენმა გუნდმა ამ კუთხით ჩადო, ზუსტად ირაკლი კობახიძის ლიდერობით, რომელიც მაშინ იყო პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმა.

ყველაფერ ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივდივართ ჩვენს ამომრჩეველთან რეგიონებში და ვსაუბრობთ ძლიერ რეგიონებზე. პროგრამა, რომელიც როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგენს იმ დაპირებებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ოთხი, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც. ჩვენ გვქონდა წარდგენები ყველა რეგიონში, იყო ძალიან საინტერესო, პირადად გვენახა ის პროექტები, რომელიც ხორციელდება და ბევრ შემთხვევაში, მეც ვყოფილვარ გაკვირვებული, რადგან არ ვიცოდი გარკვეული პროექტების შესახებ, თუმცა, თითქმის ყველგან ჩვენ ვხედავდით იმ პროექტებს, რომელიც იყო დაპირება და განხორციელდა, ზოგი პროექტი, წყალმომარაგების პროექტები გარკვეულ ქალაქებში, სადაც ნამდვილად სანატრელი იყო, თუნდაც, წარმოადგენს ელემენტარულ საგანს, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ასევე მოვუწოდებდით და მოვითხოვთ კიდეც მუნიციპალიტეტებში ჩვენი მერებისგან და საკრებულოებისგან ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის კიდევ უფრო მეტი ჩართულობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა და ამ კუთხით არ შეიძლება, არ ვახსენოთ ის მაგალითი, რომელიც ჩვენ გვაქვს თბილისში, კახა კალაძის და მისი გუნდის სახით და ახსენეს კიდეც ეს აქ, რადგან უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ამაში მონაწილეობა ბოლომდე იყოს მოსახლეობისა, რათა მათ იგრძნონ თავიანთი წვლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს