კახა კუჭავა - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი თანაგუნდელები ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ - ვიდეო მეც ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა

ნამდვილად არ მეგონა, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა აქ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში.

„როცა ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მთელ მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანი არათუ არ დაშავებულა, არ ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე მოხდა დაკავება. ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი.

ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა“, - განაცხადა კუჭავამ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა