კახა კუჭავა - არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ

ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება, ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ვიამაყებთ ჩვენი შედეგით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

მან საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კახა კუჭავა პირველი ამომრჩეველი იყო, რომელმაც ამ უბანზე ხმა მისცა.

“ტრადიციულად მოვედი ჩემს საარჩევნო უბანზე. ვცდილობ ხოლმე მოვიდე პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა და ხედვა. ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება, ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, ვიამაყებთ ჩვენი შედეგით,“ - განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო