„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა არჩევნებზე მმართველ გუნდს დაუჭერს მხარს. ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი ბაგებში დააფიქსირა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ქვეყნის განვითარებაზე ესაუბრებოდა.
„როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი 2 თვის განმავლობაში საზოგადოებას ესაუბრებოდა იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის, დედაქალაქის განვითარება, როგორ წარმოუდგენია თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს“, - განაცხადა კობახიძემ.