პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე გარემოში ჩატარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები - ევროპის სახალხო პარტიისა და სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრი დეპუტატები - ტომას ზდეჩოვსკი, ვიქტორ ნეგრესკუ და კორინა კრეტუ იმყოფებიან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და წინასაარჩევნო კამპანიაზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები იქნება თავისუფალი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და კონკურენტული.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მოწვევით, არჩევნებს მრავალი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები აკვირდებიან.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა არჩევნების კოვიდ-უსაფრთხო გარემოში ჩატარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლების, ისე ამომრჩევლისა და საარჩევნო კომისიის წევრთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს და ევროპარლამენტის მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს, მათ შორის ასოცირებული ტრიოს ფორმატისადმი, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებისადმი დიფერენცირებული მიდგომის პრინციპის გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრისას ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად ემზადება.

ევროპარლამენტის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსეი გარანი - კიევსა და მოსკოვს შორის მინსკი 2-ის მსგავსი არანაირი შეთანხმება არ გაფორმდება, რადგან, რაც რუსეთმა  უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ ჩაიდინა, ეს წარმოუდგენელია
ზაზა ფირალიშვილი - ენტონი ბლინკენის წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების ქცევა ევროატლანტიკურ სივრცეში სერიოზულ ეჭვებს იწვევს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2022
ანაიტ ვოსკანიანი - სომხეთი მსოფლიოს ყველა ტიპის ტურისტისთვის მიმზიდველი ქვეყანაა
PSP-ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია
ბაზისბანკმა ბიზნესში 305 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა
„ლისი ინტელიგენციის“ განვითარებისთვის დახარჯული ჯამური ინვესტიცია 1 500 000 ლარს უტოლდება
Fitch Ratings-მა ბაზისბანკს საკრედიტო რეიტინგი „B+“ დაუდასტურა