ვიქტორ ნეგრესკუ პრემიერთან შეხვედრაზე - ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან

განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპულ გზაზე განაგრძოს სვლა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა დეპუტატმა ვიქტორ ნეგრესკუმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარები აქ იმყოფებიან ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად, ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტუაციაზე დასაკვირვებლად და ქართველი ხალხის მოსაზრებების გასაგებად.

“ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვართ წარმოშობით. მე თავად რუმინეთიდან გახლავართ. ჩვენ საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთია უსაფრთხოების სფერო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია ძლიერ განვითარებას მოასწავებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტნიორობით, ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და სხვა პარტნიორებთან საქართველოში შეიძლება ცხოვრება აყვავდეს. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო და გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას“, - განაცხადა ვიქტორ ნეგრესკუმ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა