თავდაცვის მინისტრმა არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

თავდაცვის მინისტრმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად, საბურთალოს რაიონის მე-3 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე გააკეთა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ხმა დემოკრატიულ, ადამიანის და საკუთრების უფლებებზე დაფუძნებულ პრინციპებს მისცა.

„დემოკრატიული სახელმწიფოს წყარო არის ხალხი, შესაბამისად ჩვენი მთავარი, უმთავრესი სამოქალაქო ვალდებულება არის, მივცეთ არჩევნებში ხმა. უნდა ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, ვინც ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს პატივს სცემს, აღიარებს ადამიანის უფლებებს, აღიარებს საკუთრების უფლებას და ზრუნავს მათზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა