გიგი წერეთელი - ყველა მოქალაქის ვალია, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს ცვლილებას

აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა მოქალაქის ვალია, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს ცვლილებას, - აცხადებს ხმის მიცემის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი.

როგორც წერეთელი განმარტავს, ამ არჩევნებს არსებითად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის და ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო უნდა იყოს განვითარებული, ევროპული ქვეყანა.

„ყველა მოქალაქის ვალია, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს ცვლილებას, რაც არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. მეც სწორედ ცვლილებების განწყობით მოვედი და მივეცი ხმა სწორედ იმ კანდიდატებს, რომლებიც ვფიქრობ აუცილებლად შეასრულებენ თავიანთ დაპირებებს. ამ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, თუ როგორი იქნება და როგორ იცხოვრებს საქართველო ხვალ, შესაბამისად ყველა მოქალაქის ვალია, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მხარი დაუჭიროს ცვლილებას, რაც არის აუცილებელი. მეც სწორედ ამ განწყობით მოვედი და მივეცი ხმა სწორედ იმ კანდიდატებს, რომლებიც ვფიქრობ აუცილებლად შეასრულებენ თავიანთ დანაპირებებს და საქართველო იქნება ქვეყანა სადაც აღარ იქნებიან პოლიტპატიმრები, სადაც ადამიანებს ექნებათ შანსი საკუთარი ბედნიერებისთვის ისწრაფოდნენ, ოჯახები მშვიდად და უსაფრთხოდ იყვნენ და საქართველო იყოს ევროპული ქვეყანა”, - აცხადებს გიგი წერეთელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა