ევროპარლამენტარი - გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში

გვსურს, საქართველომ არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომას ზდეჩოვსკიმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განაგრძოს. ეს არის ის, თუ რატომაც ვართ ჩვენ აქ, რატომაც გვინდა თქვენს პოლიტიკოსებთან საუბარი და თქვენს არჩევნებზე დაკვირვება. გუშინ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გზავნილი იყო ნამდვილად მტკიცე და ნათელი, რომ ჩვენ გვსურს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება და მასთან საუკეთესო ურთიერთობები და ის, რომ მან არ შეწყვიტოს ბრძოლა დემოკრატიისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიძინებთ დემოკრატიის დროს და გაიღვიძებთ დიქტატურის პირობებში. ასე რომ, გააგრძელეთ დემოკრატიისთვის ბრძოლა და ჩვენ მხარს გიჭერთ ამაში, აი, რატომ ვართ ჩვენ აქ“, - განაცხადა ტომას ზდეჩოვსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა