გიორგი ვაშაძე - ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, დამშვიდება, დაპირისპირებაზე უარის თქმა, განვითარება და ამას მივეცით ჩვენ ხმა

“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა ცვლილებას, რომელიც ქვეყანას სჭირდება.

"ისე გაგრძელება, რა ვითარებაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შეუძლებელი და წარმოუდგენელია და ამიტომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, დამშვიდება, დაპირისპირებაზე უარის თქმა, განვითარება და ამას მივეცით ჩვენ ხმა.

მართლა გულწრფელად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს აქვს მართლა ძალიან დიდი პერსპექტივა და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოდით საარჩევნო უბნებთან მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში”, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა