ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობის შემოსატანად ჩამოვიდა, ამის რისკები იყო

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობის შემოსატანად ჩამოვიდა. ამის რისკები, რა თქმა უნდა, იყო. ის შემოვიდა გადატრიალების მოსაწყობად, რაზეც მთელი ამ დროის განმავლობაში იმუქრებოდა, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავები აკონტროლებდნენ ყველაფერს, დაწყებული უკრაინიდან და დამთავრებული სანზონით.

„კიევიდან სანზონამდე ყველაფერი იყო კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, ეს ოპერაცია ეფექტური იყო. აქცენტის გადატანა სააკაშვილის დღევანდელი პატიმრობიდან ოპერაციის დეტალებზე, ეს არის უსუსური მცდელობა, რაღაცნაირად დაავიწყოთ თქვენი პარტიის მხარდამჭერებს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, თქვენი ბელადი დაჭერილია. დღეს „ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად მოშლილია. მათი ბელადი, რომელიც ხელისუფლების გადატრიალებით იმუქრებოდა, დღეს არის დაჭერილი და აქედან გამომდინარე, ერთადერთი რამ არის მნიშვნელოვანი ამ არჩევნებში - საზოგადოება იყოს აქტიური და საბოლოოდ, მსხვილი წერტილი დაუსვას „ნაცმოძრაობას“. შემდეგი 3 წელი უნდა იყოს სრული სიმშვიდის 3 წელიწადი „ნაცმოძრაობის“, არეულობის, ქაოსის და სააკაშვილის გარეშე, ამის პირობას ვდებთ „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილ ტელევიზიებს არ მისცა იმის საშუალება, რომ თუნდაც მცირეოდენი არეულობა შემოეტანათ ქვეყანაში.

„გუშინ „ნაცმოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით ცდილობდა, შეექმნა წინა რევოლუციური განწყობა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. საბოლოოდ, თქვენი ბელადი და ლიდერი მოხვდა იქ, სადაც მისი ადგილი იყო“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, ელოდებიან თუ არა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქციას, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ისინი აფრთხილებდნენ, რომ საქართველოში არ ჩასულიყო.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მას აფრთხილებდნენ მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ საქართველოში არ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა, არავის მოუსმინა, იცოდა, სად იყო მისი ადგილი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში. მან თვითონ მიიღო გადაწყვეტილებაა ამასთან დაკავშირებით. ის არის ძალიან მძიმე დამნაშავე და სასჯელს იხდის სწორედ ამ მძიმე დანაშაულისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინულ მხარეს განუმარტავს ყველა დეტალს, თუ როგორ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დაჭერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა