იან კელი 1-ელი ოქტომბრის „ბიძინაობად“ შეფასებაზე - თუ ეს სიმართლეა, ნუ ეძებთ მტკიცებულებებს, რომ ხელისუფლება ოლიგარქის შურისძიების აღსრულებით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე კანონის დაცვით

თუკი ეს სიმართლეა, ნუ ეძებთ დამატებით მტკიცებულებებს იმისა, რომ ხელისუფლება ოლიგარქის შურისძიების აღსრულებით უფრო დაინტერესებულია, ვიდრე კანონის დაცვით, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი „ტვიტერში“ წერს, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება “ბიძინაობის“ მილოცვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ხელისუფლება კანონის აღსრულებით ნაკლებად არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ლ ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება. ბრიფინგის დასასრულს კი აღნიშნა, რომ პირველ ოქტომბერს „ბიძინაობა“ აღინიშნება და ბიძინა ივანიშვილს ულოცავს ამ დღეს.

„დღეს არის პირველი ოქტომბერი და ბიძინაობა - ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, ჩვენ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლებას, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მომავალზე, არ გააჩნია ფართო ხედვა და ვერ ახერხებს საერთაშორისო მოვლენების განვითარების სწორად აღქმასა და გააზრებას
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველოში აუცილებელია პოლარიზაციის დასრულება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ რთულ საკითხზე შეთანხმება
კავკასიაში პირველი ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა - კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ის პარტნიორობის პერსპექტივები
"ლიბერთიმ" -,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო