კახა კალაძე - ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა.

„ხმა მივეცი სიმშვიდეს, სტაბილურობას, მშვიდობას, ქალაქის განვითარებას, აღმშენებლობას, იმას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში. შესაბამისად, ამ ყველაფრის გაკეთება ერთადერთ პარტიას შეუძლია და ეს გახლავთ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. შესაბამისად, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა“, - აცხადებს კახა კალაძე.

თბილისის მერობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად შვილთან ერთად მივიდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს