ბადრი ჯაფარიძე - გუშინ მთელი დღე ატყუებდნენ მოქალაქეებს - აი, ასეთი სახელმწიფო შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, აი, ასეთი ჩამოშლილი ინსტიტუტები გვაქვს

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, გუშინ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი სპექტაკლი და უუნარობა იხილა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ.

როგორც ჯაფარიძემ თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა „ჩამოშლილია“.

„გუშინ ვნახეთ მორიგი სპექტაკლი, უუნარობა, ჩამოშლილი ინსტიტუტები. ეს ვნახეთ გუშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ სააკაშვილი არ იყო ქვეყანაში და საზღვარი არ ჰქონდა გადმოკვეთილი, მერე იგივე ხალხმა დიდი სიამაყით გვამცნო, რომ ის დაკავებულია და თურმე მთელი დღის განმავლობაში ატყუებდნენ ჩვენს თანამოქალაქეებს. აი, ასეთი სახელმწიფო შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, აი, ასეთი ჩამოშლილი ინსტიტუტები გვაქვს დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი არჩევნებით ჩვენ შევცვალოთ არსებული ვითარება, დავიწყოთ ძლიერი ინსტიტუციების მშენებლობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, ამ არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს. მისივე განცხადებით, „ლელო“ შეეცდება ყველა ამომრჩევლის ხმა დაიცვას.

„ჩვენი მოლოდინით, ოპოზიცია დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ამისთვის არჩევნების დროს აუცილებელია მოქალაქეების მაღალი აქტიურობა, ეს არის ყველაზე ეფექტური იარაღი, რათა არ დავუშვათ არჩევნების მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ გაყალბების მცდელობას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ დღევანდელი დღე მშვიდობიანად დავასრულოთ“, -განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს